2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციათან აქცია მიმდინარეობს

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები პრემიერს კერძო იპოთეკარებთან და ბანკებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილის განცხადებით, სთხოვენ პრემიერს, ახალ კანონმდებლობამდე კერძო იპოთეკარებმა და ბანკებმა აღსრულების პროცესები შეაჩერონ და არ გამოასახლონ სახლებიდან, რადგან მათ წასასვლელი არსად არ აქვთ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ უძრავი ქონება და სახლები იპოთეკით დატვირთეს 2008 წლამდე და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბანკებში ვერც პროცენტი გადაიხადეს და ვერც ვალი დაფარეს. როგორც ისინი აცხადებენ, ფორსმაჟორულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ პრემიერმა უნდა გაითვალისწინოს მათი თხოვნა და მოხერხდეს ისე, რომ ბანკებში კერძო ქონებით დატვირთული მოქალაქეებისთვის გამოიყოს მცირე პროცენტიანი და ხანგრძლივი სესხი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები