საზოგადოება
მეხანძრე–მაშველები დღეს საკუთარ მოთხოვნებს დააყენებენ
2013-01-30 11:47:43
ჩამოტვირთვა
მეხანძრე-მაშველები და მათი პროფკავშირული ლიდერები დღეს საკუთარ მოთხოვნებს დააყენებენ .
ამასთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ოფისში საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის, თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წევრები და მათი წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციაზე მეხანძრე-მაშველები და მათი პროფკავშირული ლიდერები სოციალური დიალოგის დაწყებისა და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნას დააყენებენ, შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, პროფესიული და სამართლებრივი უფლებების გაუმჯობესების საკითხებზე. ამასთან, ისინი საზოგადოებას ინფორმაციას იმ მძიმე პირობების შესახებ მიაწვდიან, რომელიც მეხანძრე-მაშველებს დღეისთვის გააჩნიათ.
მათი მთავარი მოთხოვნებია დასაქმებულთათვის უვადო სამუშაო კონტრაქტების გაფორმება, 6 თვიანის მაგივრად; ყველა დასაქმებულისათვის კანონმდებლობით გარანტირებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა; ხელფასების გაზრდა; თბილისის მერიის მიერ უკვე გაცხადებული 20%-იანი სახელფასო მატების თანაბარი გადანაწილება; საპრემიო სისტემის გამჭვირვალობა და სამართლიანი გადანაწილება და სხვა დამატებითი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა.
კომენტარები