საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს ელჩების ახალი სია გადაუგზავნა
2013-01-30 11:43:25
ჩამოტვირთვა
საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტს ახალი ელჩების სია უკვე გადაუგზავნა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, პროცედურების მიხედვით, ჯერ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი მათ დანიშვნას, შემდეგ სია გადაიგზავნება პარლამენტში, სადაც მოხდება ელჩების კანდიდატურების კომიტეტებში განხილვა, ბოლოს კი დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
რაც შეეხება ახალი ელჩების ვინაობას, თედო ჯაფარიძის განცხადებით, მათი დასახელებისგან თავს შეიკავებს, ვიდრე პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს მათ დანიშვნას და ეს სია პარლამენტში არ შევა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, საფრანგეთში ელჩობის კანდიდატია ეკა სირაძე - დელონე, უკრაინაში - მიხეილ უკლება, ჩინეთში - დავით აფციაური. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩობა ექსპერტ არჩილ გეგეშიძეს შესთავაზეს.
კომენტარები