საზოგადოება
ნოდარ ხადურის პროტეჟე ქრთამის აღებისთვის დააკავეს
2013-01-29 18:06:55
ჩამოტვირთვა
აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი გია ემირიძე დაკავებულია. ამ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ადასტურებს.
მისივე თქმით, ემირიძე ბათუმში დააკავეს. მოისწრაფიშვილი დაკავების დეტალებზე არ საუბრობს. მოისწრაფიშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, გია ემირიძე ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. როგორც ცნობილია, თანამდებობაზე დანიშვნამდე ემირიძე აჭარის რეგიონში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო.
გია ემირიძე აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 2012 წლის 14 ნოემბერს წარადგინა.
კომენტარები