მსოფლიო
„ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის
2013-01-29 16:08:46
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობა" დღეიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადადის. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი ვებგვერდის პრეზენტაციისას განაცხადა.
"ჩვენ გვინდა, ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ ჩვენ პარტიულ და არა მარტო პარტიულ მუშაობაში. ჩვენი პარტიის ყველა ღონისძიება, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის, თბილისის მერიის, რუსთავის, ქუთაისის და ყველა იმ საკრებულოში, რომელშიც უმრავლესობა ჩვენ გვაქვს, გახდება გამჭვირვალე. საქართველოს ისტორიაში პირველად, "ნაციონალური მოძრაობა" გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე. ამისთვის გამოვიყენებთ მთავარ საშუალებას – ინტერნეტს. დღეს გვაქვს ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც არის ყველაზე დინამიკური, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციას ოდესმე ჰქონია", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, ახალი ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს პარტიის ოფისში მიუსვლელად შეუძლიათ, გაეცნონ პარტიაში მიმდინარე პროცესებს და გადაწყვეტილებებს, რომელსაც "ნაციონალურ მოძრაობაში" იღებენ.
"დღევანდელი დღე შევა ისტორიაში, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ტექნოლოგიური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
კომენტარები