საზოგადოება
"ბარამბოს" ქონების ნაწილი დააყადაღეს
2013-01-29 16:06:41
ჩამოტვირთვა
კომპანია "ბარამბოს" ქონების ნაწილი დაყადაღებულია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ღონისძიებების ცენტრი ყოველწლიურად აცხადებდა ტენდერს საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის ტკბილელულზეც. 2010 2011 წლებში ტენდერი მოგებული ჰქონდა ბარამბოს, რადგანაც ისინი დაბალ ფასს და მაღალ ხარისხს სთავაზობდნენ სამინისტროს, დაყადაღების შემდეგ 2013 წელს კომპანია ტენდერში მონაწილეობას ვეღარ ახერხებს, ბარამბოში აცხადებენ, რომ დაყადაღება მიზზანმიმართულად მოხდა. მათივე ცნობით, გამოძიებას პრობლემები ჰქონდა ვინმე შაქარაშვილთან, რომელიც კომპანიის 11 პროცენტის მფლობელია, შესაბამისად შესაძლებელი იყო მხოლოდ ამ 11 პროცენტის დაყადაღება
კომენტარები