საზოგადოება
ლუბა ელიაშვილმა შესაძლოა „ივერონს“ უჩივლოს
2013-01-29 15:06:35
ჩამოტვირთვა
ტელეკომაპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი სააგენტო „ივერონის“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ გამორიცხავს.ელიაშვილის გაღიზიანება სააგენტოს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომელშიც საუბარია, რომ "მე-9 არხის" გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი თანამდებობას ტოვებს.როგორც გამოცემა წერს, ტელეკომპანიიდან ელიაშვილის შესაძლო წასვლას პირად საუბრებში არხის თანამშრომლები ადასტურებენ. მათი ინფრომაციით, თანამდებობის დატოვებას ელიაშვილი თებერვლის თვეში გეგმავს, უცნობია გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი და როგორც "მე-9 არხის" თანამშრომლები პირად საუბრებში ყვებიან, ელიაშვილი თავის დროზე ტელეკომპანიაში ე.წ. საკადრო წმენდის ჩასატარებლად მივიდა. თავად ელიაშვილი „ივერონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და სააგენტოსგან იმ თანამშრომელთა გვარების დასახელებას ითხოვს, ვინც მის წასვლას ადასტურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ „ივერონს“ უჩივლებს. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლუბა ელიაშვილმა კახა ბექაური შეცვალა.აღნიშნულ ცვლილებას არხის რამოდენიმე ჟურნალსტი არ დაეთანხმა და პროტესტის ნიშნად სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის იყო არხის სახე ნათია ლაზაშვილიც.
კომენტარები