2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის აეროპორტში ფრენა აღდგა

ჩამოტვირთვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო შეფერხებული ფრენა აღდგა. აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველი რეისი დღეს 11:30 საათზე მიიღეს. ყველა ფრენა ამ ეტაპზე განრიგის შესაბამისად ხორციელდება. სათადარიგო აეროპორტებში ჩაფრენილ რეისებსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღის განმავლობაში ეტაპობრივად მიიღებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრენ ზოლზე ნისლი აღარ არის და ხილვადობა აღდგენილია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უამინდობის გამო დღეს გამთენისას რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. სათადარიგო აეროპორტებში ჩაფრინდნენ რიგიდან, მიუნხენიდან, ლონდონიდან, ამსტერდამიდან და თელავივიდან მომავალი რეისები. ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო გაუქმდა სტამბული-თბილისის რეისი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები