საზოგადოება
დავით დარჩიაშვილი – რუსი დეპუტატები საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ელოდებიან
2013-01-28 15:09:09
ჩამოტვირთვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაცია უახლოეს პერიოდში საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში ისეთი ტიპის საკადრო ცვლილებებს ელოდება , რომელიც რუსულ-ქართული ურთიერთობების დალაგებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან შეხვედრისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა გააკეთა.
დარჩიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის სტრასბურგის და დავოსის შეხვედრებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ორი მსოფლმხედველობრივი ხედვა და ორი განსხვავებული პარადიგმა გადაიკვეთა.
უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს, ყოფილი უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას პოლიტიკური გააქტიურების შესახებაც ისაუბრა.
კომენტარები