2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თეა წულუკიანი – ირაკლი ალასანია კოალიციის დატოვებას არ აპირებს

ჩამოტვირთვა

ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართული ოცნებიდან" წასვლას არ აპირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა , რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ალასანიამ კოალიცია დატოვოს. ამასთან, როგორც წულუკიანმა განმარტა, კოალიციაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს და ხელისუფლებას აქვს მკვეთრად დასავლური კურსი. "ჩვენი ამოცანაა, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი და ჯიუტად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით ამ გზაზე, რომელიც საკმაოდ რთულია. ეს არის ერთადერთი გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ხელისუფლებას სურს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ მეზობელთან, მათ შორის - თურქეთთან და მეზობელ რუსეთთან. "ირაკლი ალასანია არ აპირებს კოალიციის დატოვებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები