მსოფლიო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ნისლის გამო რამდენიმე რეისი ვერ მიიღო
2013-01-28 13:40:45
ჩამოტვირთვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა უამინდობის გამო დღეს, გამთენიისას რამდენიმე რეისი ვერ მიიღო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავები სათადარიგო აეროპორტებში ჩაფრინდნენ.
რიგიდან, მიუნხენიდან და ლონდონიდან მომავალი რეისები ბაქოს აეროპორტმა მიიღო, ამსტერდამი და თელავივი კი - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა. გაუქმდა სტამბული-თბილისის რეისი.
როგორც აეროპორტში განმარტავენ, საფრენ ზოლზე ამჟამადაც ნისლი და ცუდი ხილვადობაა. როდის განახლდება ფრენები, ამ ეტაპზე უცნობია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი პროგნოზირების ცენტრის მონაცემებს ელოდება.
კომენტარები