მსოფლიო
გაფიცული მძღოლები აქციას მართავენ
2013-01-28 12:23:26
ჩამოტვირთვა
მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები თბილისის მერიასთან იკრიბებიან. როგორც ირკვევა, ისინი თბილისის მერიისგან რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ.
"გუშინ ჩვენ შევხვდით "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებს. ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს, თუმცა ისინი მხოლოდ ერთზე დაგვთანხმდნენ, რომელიც ეხება სამსახურიდან გათავისუფლებული მძღოლების აღდგენას. იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც შეეხებოდა გეგმის შემცირებას და ინდმეწარმის სტატუსის მოხსნას, "თბილისის მიკროავტობუსმა" უარი გვითხრა და ამიტომ დღეს ჩვენ მოვედით თბილისის მერიასთან, რომ იღონონ რაიმე ამ პრობლემების მოსაგვარებლად", - აცხადებენ მძღოლები.
დღესვე მძღოლების 13-კაციანი საინიციატივო ჯგუფი შეჯერდება, კონკრეტულად მერიის რომელ წარმომადგენელთან მოითხოვენ ისინი შეხვედრას.
კომენტარები