2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მიმართავენ

ჩამოტვირთვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მოუწოდებენ , "თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული". დეპუტატები პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს Facebook-დან გამოეხმაურნენ, სადაც სპეციალური განცხადება გაავრცელეს. "თანამედროვე სახელმწიფოში ეკლესია და სახელმწიფო, რელიგია და პოლიტიკა გამიჯნულია. ამ პრინციპის მოშლას მივყავართ ან სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდებარებამდე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო, ან აღმოსავლური ტიპის თეოკრატიულ სახელმწიფო მმართველობამდე. ბოლო დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. პოლიტიკური ქმედებები მოითხოვენ პოლიტიკურ შეფასებას. ჩვენ ვთვლით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს პატრიარქის უკანასკნელი ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. გასაგებია, რომ ეკლესიას და პატრიარქს აქვთ სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური, მშვიდობიანი ურთიერთობები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ: საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი დღემდე ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ეს ქვეყანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასეთ ვითარებაში მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი პოლიტიკური გზავნილი; რუსეთი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დაწყებული სტალინის ეპოქიდან, ეგრეთ წოდებულ "მშვიდობის პოლიტიკას" იყენებდა საკუთარი აგრესიული პოლიტიკის და უკვე განხორციელებული ოკუპაციების გადასაფარად, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობითაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები