მსოფლიო
ავტოსაგზაო შემთხვევისას 7 ადამიანი დაშავდა
2013-01-24 17:56:59
ჩამოტვირთვა
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის 16-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად, სხეულის დაზიანებები 7 ადამიანმა მიიღო. შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსა. მათგან, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საქმეზე ძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფი აწარმოებს. სამართალდამცველები ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ.
კომენტარები