2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან დავით საყვარელიძის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით საყვარელიძე ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორად 9 წელიწადი მუშაობდა. მან ნაყოფიერი წლები გაატარა თეატრში, თუმცა ყველაფერი მოითხოვს განახლებას და დღის წესრიგში დადგა თეატრის დირექტორის შეცვლაც. გურამ ოდიშარიას განცხადებით, მას დავით საყვარელიძესთან ხშირად ჰქონდა საუბრები და მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დავით საყვარელიძე დატოვებდა დირექტორის თანამდებობას. მინისტრის განცხადებით, საყვარელიძეს სამინისტრომ შესთავაზა ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა, თუმცა საყვარელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე უარი განაცხადა. დავით საყვარელიძის ადგილზე არაერთი ადამიანი განიხილება. მინისტრის ცნობით, ერთ-ერთი კანდიდატი დირიჟორი გიორგი ჟორდანია. "ყველაფერი მომავალი კვირის სამშაბათს გახდება ცნობილი. ჩვენ არაერთ კანდიდატურას განვიხილავთ და პასუხიც მომავალ კვირას გვექნება", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები