2 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით ბაქრაძე – მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებას დეპუტატების დაშინებით აპირებს

ჩამოტვირთვა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ორი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე და კახა ბუცხრიკიძე დაიბარეს. როგორც სტრასბურგში მყოფმა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პარლამენტის წევრებზე პირდაპირ ზეწოლას წარმოადგენს. "გრძელდება პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების მიერ საპარლამენტო უმცირესობის წევრებისადმი. კერძოდ, დაკითხვაზე დაბარებულია კიდევ ორი დეპუტატი _ ლონდარიძე და ბუცხრიკიძე. ახლოვდება საკონსტიტუციო ცვლილებები და, როგორც ჩანს, პირდაპირი ზეწოლა პარლამენტის წევრებზე, მათი დაშინება- დაპატიმრება, პროკურატურაში დაბარება გახლავთ ის გზა, რომლითაც უმრავლესობა აპირებს მოაგროვოს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა", - განაცხადა ბაქრაძემ. აღნიშნულ კონტექსტში მან სამართალდამცავ უწყებებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ დაკითხვაზე დეპუტატის დაბარების წესი დაიცვან. "მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებას აქვს თავისი წესი და პროცედურა, ნუ დაარღვევენ კანონს. არც ერთი დეპუტატი არ გაურბის კითხვაზე პასუხს, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონი და ამ ყველაფერმა არ უნდა მიიღოს პოლიტიკური დაშინების სახე", - აღნიშნა ბაქრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები