2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპარლამენტო ასამბლეა – ომიდან ოთხი წლის შემდეგ, კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები მთავარ პრობლემად რჩება

ჩამოტვირთვა

საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის ომიდან ოთხი წლის შემდეგ, კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები მთავარ პრობლემად რჩება, - ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგში გუშინ მიიღეს. რეზოლუციის თანახმად, სტატუსის შესახებ ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხრიდან განსხვავებული პოზიციის არსებობა ჰუმანიტარულ საკითხებში პროგრესის მიღწევას ხელს უშლის. "ეს საკითხები პოლიტიკური ხასიათისაა, მეორეხარისხოვანი უნდა იყოს და არა - პირველადი ჰუმანიტარული განხილვისას. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით გამოწვეული, იძლევა დიალოგის მზაობის გაგრძელების შესაძლებლობას საპარლამენტო ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების შესრულებისთვის. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. რეალურად კი, ეს უფლება მეტწილად იგნორირებულია ასეთ პირთა უმრავლესობისთვის", - ნათქვამია გუშინ მიღებულ რეზოლუციაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით, სიტუაცია კვლავ დაძაბულია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებთათვის, თუმცა არა 2008 წლის ომის დონეზე. ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, რუსეთსა და სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სრულად და შეასრულოს რეკომენდაციები, რომელსაც შეიცავს ასამბლეის 2009 წლის რეზოლუციები საქართველო-რუსეთს შორის ომის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ; ამავდროულად, ასამბლეა მოუწოდებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, დააჩქაროს საერთაშორისო საქმის მოსმენა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. რეზოლუციის ტექსტი ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები