საზოგადოება
აკაკი ბობოხიძე: ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას!
2013-01-23 15:46:19
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ სამ ფრაქციაში ამ დროისთვის მიმდინარე ცვლილებებზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების" თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძემ განმარტებები გააკეთა.
დეპუტატის თქმით, დედოფლისწყაროს მაჟორიტარი ზაზა კედელაშვილი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გადის და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარებში" ერთიანდება.
მისივე თქმით, ახალციხის მაჟორიტარი ვაჟა ჩიტაშვილი "ნაციონალური მოძრაობიდან" ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონებში" შესვლის მიზნით გავიდა.
ბობოხიძის განმარტებით, იმის გამო, რომ უმცირესობაში შემავალი ორი ფრაქცია - "ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები" და "ნაციონალური მოძრაობა – რეგიონები" მინიმალური, 6-6 დეპუტატით არიან წარმოდგენილი, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, რომ ფრაქციები 7 წევრამდე გაიზარდოს.
"ვხედავთ, რომ ადგილი აქვს დეპუტატებზე ზეწოლას, რათა მოხდეს კონსტიტუციით დამტკიცებისთვის საჭირო 100 ხმის მოპოვება. ამასთან, საგაზაფხულო სესიაზე დღის წესრიგში საკონსტიტუციო პროექტების კენჭისყრა მოხდება და შესაძლოა, ეს ზეწოლები კიდევ უფრო გაძლიერდეს, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ფრაქციების შემადგენლობა 7 დეპუტატამდე გაიზარდოს", - აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
კომენტარები