2 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა

ჩამოტვირთვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან სამინისტროს საგარეო პოლიტიკურ კურსთან შეუთავსებლობის გამო მიიღო. ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ის თემები, რომლებიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, სიცხადეს საჭიროებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიამ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ალასანიას განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში მთავარ პრიორიტეტად კვლავ ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია რჩება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები