მსოფლიო
ალასანია კოალიციაში განსხვავებულ პოზიციაზე საუბრობს
2013-01-23 12:20:18
ჩამოტვირთვა
თავდაცვის მინისტრი კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის განსხვავებულ პოზიციაზე საუბრობს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ პირველი არხის ეთერში, გადაცემა "აქცენტებში" გააკეთა.
თავდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ ის მომხრეა ქვეყანა იყოს საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით.
ალასანიას განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები", კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლად, პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე კონსულტაციებს გადიოდა. მისი თქმით, ამის გამო პრემიერი შეშფოთდა და მასთან დაძაბული საუბარიც იყო.
კომენტარები