საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობა: პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია
2013-01-22 13:58:23
ჩამოტვირთვა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ, და აცხადებენ, რომ მოქმედი საკონსტიტუციო ნორმების მიხედვით, პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს, პოლიტიკური კრიზისი და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. დღეს, ქორთიარდ მარიოტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე ერთ–ერთი აქტუალური საკითხი პარლამენტის თბილისში გადმოტანა იყო. როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს ამ საკიტხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ, კონსენსუსს კი ვერ დღეს ვერ მიაღწიეს. სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერ დროს, ერთი ხელმოწერის საფუძველზე გადააყენოს მთავრობა და დანიშნოს ისეთი აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა. მისი თქმით, საჭიროა კანონმდებლობის რეგულაციების ისე შეცვლა, რომ მსგავს შემთხვევას პოლიტიკური კრიზისი არ მოჰყვეს.
კომენტარები