საზოგადოება
ქართული პროდუქციის შესახებ მოსკოვში მოლაპარაკებებზე გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა შედგა
2013-01-22 11:33:02
ჩამოტვირთვა
რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების შესახებ, მოსკოვში მოლაპარაკებებზე გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა შედგა . როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით კირვალიძემ "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ პოლიტიკური საკითხი მოხსნილია, დარჩენილია ტექნიკური დეტალები.
კირვალიძის თქმით, დელეგაციაში იქნებიან როგორც სამინისტროს, ასევე კერძო და ღვინის სექტორის და სანიტარული სამსახურის წარმომადგენლები.
რუსეთის მთავარი სანიტარი, გენადი ონიშენკო მზადყოფნას გამოთქვამს ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იანვრის ბოლოდან გამართოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლების სურვილი, მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებში, საქართველოს მთავრობის საკითხის მიმართ სერიოზულად მიდგომაზე მიუთითებს.
კომენტარები