საზოგადოება
ვლადიმერ ბედუკაძეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვერცხები ესროლეს
2013-01-22 11:32:20
ჩამოტვირთვა
ციხის სკანდალური კადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძეს კვერცხები ესროლეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ ღამით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოხდა . ბედუკაძე ტელეკომპანიას დავით პაიჭაძის გადაცემაში მონაწილეობის მიზნით სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ციხის კადრების ავტორმა საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.
ბედუკაძე მომხდარს პროვოკაციად აფასებს.
კომენტარები