2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტის არჩევის წესი უნდა შევცალოთ

ჩამოტვირთვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, "რესპუბლიკელების" წევრის, ვახტანგ ხმალაძის აზრით, უკეთესი იქნება, თუ შემოდგომაზე ახალი პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა. ხმალაძის განცხადებით, დაგეგმილია სერიოზული ცვლილებები კონსტიტუციის იმ ნაწილში, რომელიც პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას ეხება, რათა ბოლოს და ბოლოს ქვეყანაში გაწონასწორებული, ისეთი სახელისუფლო მოდელი არსებობდეს, როდესაც არც ერთ განშტოებას ზედმეტი უფლებები არ ექნება. მისივე განმარტებით, ამ რეფორმის ერთ-ერთი საკითხი სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტის არჩევის წესია, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მატარებელი აღარ არის, ვერ ერევა მთავრობის საქმიანობაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში საერთოდ აღარ მონაწილეობს, მას უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს და ძირითადად არასამთავრობო სტრუქტურების ფორმირებაში მონაწილეობს. როგორც ხმალაძე აღნიშნავს, ევროპის ქვეყნებში პრეზიდენტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არაპირდაპირი წესით, არა ამომრჩევლების მიერ, არამედ პარლამენტის ან ამრჩევთა კოლეგიის მიერ აირჩევა ხოლმე, რომელიც პარლამენტის წევრებისა და კიდევ სხვა წარმომადგენლობითი ორგანოების დელეგატებისაგან შედგება. დეპუტატს არ აქვს ცალსახა პასუხი იმაზე, შემოდგომაზე რა ფორმით იქნება პრეზიდენტი არჩეული. მისი თქმით, ეს მოდელის არჩევისას გადაწყდება. ხმალაძის განცხადებით, სასურველია, საკონსტიტუციო ცვლილებები პრეზიდენტის არჩევნებამდე განხორციელდეს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ არჩევის წესი განისაზღვროს, არამედ მან, ვინც აირჩევა და ასევე მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, როგორ პრეზიდენტს ვირჩევთ, ანუ რა ფუნქციების მატარებელი იქნება არჩეული პრეზიდენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები