მსოფლიო
პროტესტი კარვების , შეშის ღუმელისა და რეზიდენციის ფონზე
2013-01-21 15:44:39
ჩამოტვირთვა
აქცია პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით რეზიდენციასთან გაიმართა და როგორც იქვე დაანონსდა აქცია პერმანენტულ ხასიათს სააკაშვილის გადადგომამდე მიიღებს. გუსინ აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს 12 საატინია ვადა მისცეს და ულტიმატუმის დაუკმაყოფილებლობის სემთხვევაში გადამჭრელი ზომებით დაიმუქრნენ .
სინქრონი შაშიაშვილი
დღეს რეზიდენციის წინ ორი კარავია გაშლილი და 15 ამდე ადამიანი , რეზიდენციის წინ თანამოაზრეებს ელიან . აქვე გროვდება ხელმოწერები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.აქციის მონაწილეებმა წუხანდელი ღამე რეზიდენციასთან გაათენეს და კარვებში იანვრის სიცივისაგან დასაცავად ღუმელიც დადგეს
აქციის ის მონაწილეები ,რომლებიც ამ დრომდე დგანან პრეზიდენტის რეზიდენციასთან ფიქრობენ ,რომ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გადადგეს ,რეზიდენცია ხალხს დაუთმოს და ვარდების რევოლუციის დროინდელი თანადგომა დააფასოს
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ ,რომ საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ყოველგვარი პოლიტიკური ანგაჯირების გარეშ ეგაჩნდა, თუმცა კარვებში მცხოვრები მოქალაქეები ღიად ადასტურებენ ,რომ ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან და უფრო მეტიც მათი ფავორიტი პოლიტიკოსების ოჯახის წევრებთან ახლობლობაზე საუბრობენ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქ დღის ბოლოსთვის თანამოაზრეებს ელიან , როგორც თავად უწოდებენ ვადაგასული პრეზიდენტის გადადგომა მათი აზრით ერთადერთი გამოსავალია დემოკრატიული ძვრების დასაწყებად.
კომენტარები