მსოფლიო
ანქვაბი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს უპერსპექტივოს უწოდებს
2013-01-21 11:47:17
ჩამოტვირთვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს უპერსპექტივოს უწოდებს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც ერევანში ვიზიტისას თავის სომეხ კოლეგასთან, ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართა, განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების შემდეგ, აფხაზეთთან სარკინიზგო მიმოსვლის შესახებ საკითხი განიხილოს, რომელიც 1992-93 წლების კონფლიქტის შემდეგ შეწყდა.
აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის ამ საკითხის განსახილველად არავის მოუმართავს - განაცხადა ანქვაბმა პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, თუ რამე კონკრეტული წინადადებები არსებობს, ეს უნდა გახდეს კოლექტიური განხილვის საგანი.
ე.წ. „პრეზიდენტმა" განაცხადა, რომ „სხვა სახელმწიფოების" დაინტერესებას, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ გასაგებად მიიჩნევს, თუმცა, ვერ წარმოუდგენია, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება განხორციელდეს. „სამხრეთ კავკასიის აფხაზეთის ნაწილში, საბჭოთა დროს გადიოდა 24 წყვილი სატვირთო მატარებელი და 14 წყვილი სამგზავრო. ახლა რა არის შესაძლებელი, ძნელი სათქმელი"ა - დასძინა ანქვაბმა.
კომენტარები