მსოფლიო
დეპუტატი "ქართული ოცნებიდან": ვაქციოთ ქუთაისი საპორტო ქალაქად
2013-01-19 02:17:59
ჩამოტვირთვა
ქუთაისის საპორტო ქალაქად გადაქცევის იდეა დღეს ტელეკომპანია "რიონი2"-ის ეთერში "ქართული ოცნებიდან" პარლამენტის წევრმა, პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ გააჟღერა. მისი თქმით, არსებობს აკადემიკოსების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საპორტო ქალაქად გადაქცევა სრულიად შესაძლებელია, თუ რიონის დაღრმავება მოხდება ვარციხემდე. ნიშნიანიძის თქმით, ამის შემდეგ "ქუთაისის პორტში" საოკეანო გემების ვერა, მაგრამ საზღვაო გემების შემოსვლა შესაძლებელი გახდება.
კომენტარები