2 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატარიძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას დაცვის მხარე დღეს მოითხოვს

ჩამოტვირთვა

აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს თემურ პატარიძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას დაცვის მხარე დღეს მოითხოვს. გირაოს თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. თემურ პატარიძე ორი დღის წინ დააკავეს. აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს თუმცა სამართალდამცველები საქმის კონკრეტული დეტალების გავრცელებისაგან თავს იკავებენ. თემურ პატარიძე აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელად 2012 წლის აგვისტოდან აღარ მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები