საზოგადოება
რიკოთის გვირაბში მოძრაობა დროებით აიკრძალება
2013-01-17 17:39:23
ჩამოტვირთვა
18 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მიზეზი გვირაბში ელექტრო-ტექნიკური სამუშაოებია.
"18 იანვრიდან 30 იანვრის ჩტვლით, საღამოს 20.00 საათიდან დილის 08.00 საათამდე რიკოთის გვირაბში ელექტრო–ტექნიკური სამუშაოების დასრულების მიზნით ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის უღელტეხილის შემოვლით გზაზე", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში ელექტრო-ტექნიკური სამუშაოები დროებით შეჩერდება და მოძრაობა კვლავ გვირაბის გავლით აღდგება.
კომენტარები