2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილი: აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენა შესაძლებელია

ჩამოტვირთვა

აფხაზეთის გავლით რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენა შესაძლებელია და "ჩვენ ამ პრობლემის სწრაფად გადაწყვეტაზე უნდა ვიმუშაოთ". ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მიონისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერევანში ვიზიტისას, სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. "თქვენ იცით, რომ რუსეთთან ჩვენ გვქონდა პრობლემები, რომლებიც ახლაც რჩება, თუმცა ჩვენ მვმუშაობთ რათა ისინი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ჩვენ რთული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს აფხაზ ძმებთანაც, თუმცა სარკინიგზო ხაზის მუშაობის აღდგენის საკითხი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს", - განაცხადა პრემიერმა. თავის მხრივ, ტიგრან სარქისიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი აღნიშნული სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე იმუშავებს და ამ საკითხში საკუთარ აქტიურ პოზიციას დაიკავებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები