საზოგადოება
„ჩხატარა“-ხუხაშვილის ტანდემი და ყოფილი მაღალჩინოსნები
2013-01-17 16:10:10
ჩამოტვირთვა
ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს საკითხი, რა კავშირია მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით ჩხატარაშვილსა და ივანიშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, გია ხუხაშვილს შორის.
ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები ადეიშვილის ,,მარჯვენა ხელის’’ საშუალებით იხსნება. სწორედ ასე მოიხსენიებოდა წლების განმავლობაში ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, „ჩხატარად“ წოდებული დავით ჩხატარაშვილი. ცნობილია ასევე, რომ ის ერთადერთი ჩვენებაც, რომელიც ზურაბ ადეიშვილზე არსებობს, ხუხაშვილის ოფისში სწორედ ,,ჩხატარას’’ მიცემულია.
როგორც საინფორმაციო ანალტიკური პორტალი პრესა.ჯი წერს, ჩხატარაშვილმა წინა ხელისუფლების კულუარული ინფორმაციების გამჟღავნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალი ხელისუფლების მხრიდან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო. ამის შემდეგ კი ,,ჩხატარამ’’ თანამშრომლობა ხუხაშვილთან ხუხაშვილმა კი კბილაშვილთან გააგრძელეს.
იდენტურ ინფორმაციას ავრცელებს უმრავლესობის წევრი, გოგა ხაჩიძე, ხაჩიძე წერს: (გრაფიკა) მაშინ როდესაც, ყოფილ მინისტრებს, ყოფილ პრემიერ - მინისტრებს, ყოფილ და არსებულ მაღალჩინოსნებს, თითქმის ყოველდღე დაარბენინებენ პროკურატურაში, ფინანსურ პოლიციაში და სხვადასხვა საგამოძიებო უწყებაში, აბა გამოიცანით სად ჩამოართვეს ზურა ადეიშვილის წინააღმდეგ, ის ერთადერთი ჩვენება ბ-ნ "ჩხატარას"?...
-სად და ვაკეში,.. ჭავჭავაძის გამზირზე,.. ე.წ. "პიქსელის" შენობაში...
აი ეგრე, მიბრძანდნენ ბ-ნი ხუხაშვილის ოფისში და იქ დაკითხეს.
დავით ჩხატარაშვილთან კონტაქტის არსებობას ადასტურებს აწ უკვე სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებული ხუხაშვილიც. გია ხუხაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს,რომ ,,ჩხატარა’’ მისთვის საინტერესო პიროვნებაა და მას ინტელექტუალად ახასიათებს. თუმცა ექსპერტი უარყოფს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მის ორგანიზაციაში მუშაობს.
კომენტარები