2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქიბარ ხალვაში დააკავეს?

ჩამოტვირთვა

ქიბარ ხალვაში კატეგორიულად უჯარყოფს აზერბაიჯანული მედიის მიერ ამ ქვეყნის შსს–ზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას მისი დაკავების თაობაზე. ამის შესახებ „Frontnews”–ს თავად ხალვაშმა განუცხადა. „არავის არსად დავუკავებივარ! საბუთების მოწესრიგებას გარკვეული დრო, დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნებას შევძლებ" – აღნიშნა მან ერთ ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში დააკავეს. ამ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის: ქიბარ ხალვაშმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მეგობარი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაუშვეს. ქიბარ ხალვაშს საქართველოში ყველა ბიზნესი ჩამოართვეს. გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. საქართველოს პარლამენტმა მას ცოტა ხნის წინ პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები