2 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საკონსტიტუციო ცვლილებებს ზუგდიდის შემდეგ ქუთაისში განიხილავენ

ჩამოტვირთვა

ზუგგდიდში ჩაშლილი სხდომის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და საზოგადოებრივი აზრის მოსმენას სპეციალური კომისიის წევრები უკვე ქუთაისში შეეცდებიან. კომისიის სხდომას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაესწრებიან. სხდომა ორი საათისთვის არის ჩანიშნული. ,,ვაპირებ, ახლა დავუკავშირდე სამხარეო სამმართველოს უფროსს და მთლიანად იყოს მობილიზებული სამართალდამცავი ორგანოები სწორედ იმიტომ, რომ არ მოხდეს რაიმე თავდასხვა უმცირესობაზე. შემაშფოთებელია, როცა ასე მძაფრი ფორმებით გამოხატავს მოსახლეობა მათ მიმართ უკმაყოფილებას"_ განაცხადა მანანა კობახიძემ. რაც შეეხება ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უნდა ჩამოერთვას მთავრობის ერთპიროვნულად დაკომპლექტების უფლება, ხოლო პარლამენტი ქუთაისიდან ისევ თბილისში უნდა გადავიდეს, უმცირესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ „პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ეკონომიკური აღორძინების საფუძველია, რაც შეეხება მეორე ცვლილებას, აქაც მცდელობაა ხელისუფლების უზურპაციის, სურთ, რომერთი კაცის- პრემიერის ხელში მოექცეს ყველაფერი"_ აცხადებს მინაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები