2 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი დააკავეს

ჩამოტვირთვა

დაკავებულია აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ პატარიძე. ის თბილისში სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის შენობაში გუშინ გვიან საღამოს მოწმის სახით დასაკითხად მეორედ დაიბარეს და დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. თემურ პატარიძე აჭარის კუდ-ის ხელმძღვანელად 2012 წლის აგვისტოდან აღარ მუშაობს. არჩევნების შემდეგ ის თბილისში სახელმწიფო დაცვის სამსახურში მუშაობდა. თემურ პატარიძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები