მსოფლიო
კასპში „პატარა ბიძინას“ გადადგომის მსურველი მოშიმშილეები დაარბიეს
2013-01-16 14:12:07
ჩამოტვირთვა
კასპში მუნიციპალიტეტის გამგებლის ოლეგ იაძის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქცია დაარბიეს. აქცია კასპის გამგეობის შენობაში ტარდებოდა და მასში ქალები მონაწილებდნენ. მათი თქმით, გამგეობის შენობაში, სადაც აქცია მიმდინარეობდა, პოლიცია შეიჭრა და მოშიმშილე ქალები გამგებლის მისაღებიდან გარეთ გაიყვანა, რა დროსაც მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მოშიმშილეთა განცხადებით, ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს სასამართლოში. შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები ოლეგ იაძეს არაკომპეტენტურობასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ, რასაც კასპის გამგებელი ურყოფს.
კომენტარები