2 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბექა გოჩიაშვილის მშობლები დაკითხეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს ახალგაზრდა ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის მშობლები. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მუსიკოსის განცხადების შემდეგ შიდა უწყებრივი კვლევა დაიწყო. ბექა გოჩიაშვილი აცხადებდა, რომ საბურთალოს პოლიციაში დაკითხვის დროს მასზე ზეწოლა მოხდა, მის ძმას კი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, შსს-მ გუშინ სპეციალური განცხადება გაარცელა, მოგვიანებით კი თავად მინისტრმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმეს გენერალური ინსპექცია გამოიძიებდა. გოჩიაშვილის დაკითხვას მისი მამაც ესწრებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ დაიბარეს ის დღეს ძალოვან უწყებაში. ოჯახის წევრები იმ ქურდობის ფაქტზეც საუბრობენ, რომლის გამოც გოჩიაშვილი დაკითხეს. ისინი ბინის ძარცვაში მათი შვილის მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები