2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასამართლო მეგის ქარდავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლო სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისთვის მეგის ქარდავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, პროცესი სასამართლოში 12:30 საათისთვის არის ჩანიშნული. ადვოკატის განმარტებით, სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უშუალოდ ქარდავას პოზიცია მისთვის უცნობია, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახი ბრალდებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს. "მეგის ქარდავა საქართველოში არ იმყოფება და ამიტომაც თეთრაძის საქმესთან მიმართებაში მისი პოზიცია ჩემთვის უცნობია, თუმცა ოჯახი მას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს, რადგან მოქმედი ხელისუფლება ჯერ კიდევ მთავრობაში მოსვლამდე იმუქრებოდა, რომ ქარდავას დასჯიდა. მეგის ქარდავას ოჯახი ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა. მთავარმა პროკურატურამ მეგის ქარდავასა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების, ასევე მათი მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მეგის ქარდავასა და სხვა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შაუმდგომლობით მიმართავს. როგორც მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობა გუშინ გადაეგზავნა. ამასთან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გარდა პროკურატურა მეგის ქარდავასთან მიმართებაში მისთვის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შეჩერებასაც ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები