მსოფლიო
ვლადიმერ ბედუკაძეზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა
2013-01-16 12:04:58
ჩამოტვირთვა
პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების ავტორ ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყვეტილია, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტა გუშინ მოითხოვა.
"მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ცენტრალურ ეროვნულ ბიუროს მიმართა ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ. ამ ეტაპზე ძებნა შეწყვეტილია", - განმარტა პაიჭაძემ.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ვლადიმერ ბედუკაძის მხრიდან გამოძიებასთან თანაშრომლობაა.
ამასთან, მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ბედუკაძე საქართველოში დაბრუნდება და გამოძიებასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
კომენტარები