საზოგადოება
მერაბიშვილი: საქართვლოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო
2013-01-15 16:08:33
ჩამოტვირთვა
საქართვლოში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო. -აღნიშნული განცხადება ვანო მერაბიშვილმა დღეს ნაცონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ექსპრემიერის განცხადებით ქვეყანაში შევარდნაძის დრო ბრუნდება და სახელმწიფო ბიზნესმენებს გადასახადების წინასწარ გადახდას აიძულებს.
საქართველოში არსებული სავალალო ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზად მერაბიშვილმა შემდეგი სამი ფაქტორი დაასახელა:
1. ხდება ბიზნესების შევიწროება. ყოველდღე მიმდინარეობს მათი შემოწმება. შსს-ს ყოფლი მინისტრის განმარტებით დღესდღეობით ბიზნესმენებს, შსს-ც კი ამოწმებს. „ჩემი მინისტრობის დროს შსს-ს ბიზნეს კომპანიების შემოწმება აკრძალული ქონდა“-განაცხადა მერაბიშვილმა.
2. შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რამაც გამოიწვია უმუშევრობის ზრდა და ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება.
3. მთავრობას არ გააჩნია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონკრეტული გეგმა.
მერაბიშვილისავე განცხადებით ნაციონალური მოძრაობა, უახლოეს მომავალში საზოგადოებას კონკრეტულ ციფრებს წარუდგენს, რაც ქვეყანის ეკონომიკის უკუსვლას უფრო თვალსაჩინოს გახდის.
კომენტარები