მსოფლიო
არჩილ კბილაშვილი: ზურა ტარყაშვილის მკვლელობის საქმეში აუცილებლად გავერკვევი
2013-01-15 15:56:59
ჩამოტვირთვა
საგანგებო ბრიფინგზე დღეს მთავარ პროკურორს ჟურნალისტებმა გახმაურებულ მკვლელობებზეც დაუსვეს შეკითხვები: ცნობილია, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის პროსპექტზე მოკლული ზურა ტარყაშვილის ოჯახმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართა განცხადებით კბილაშვილს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტარყაშვილის მშობლების განცხადება მას ამ დრომდე არ წაუკითხვავს.
სასტიკად მოკლული 23 წლის ჩოგბურთელის ოჯახისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აქვს წაყენებული მკვლელობის ბრალდება დავით ჯოხაძეს. მათი განცხადებით, არსებობს უტყუარი მტკიცებულება, მათ შორის რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია ლუტეციის ვიდეოკამერით გადაღებული კადრები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ესვრის ჯოხაძე ტარყაშვილს, შემდეგ კი რუსთაველზე, პარლამენტის მიმართულებით გარბის.
ჯოხაძე ბესიკის ქუჩის კუთხეში, ტაქსში ჩდება მკვლელობისთვის გასამართლებულ ივერი გოგბერაშვილთან ერთად და შემთხვევის ადგილს ტოვებს.
დღეს არჩილ კბილაშვილმა პირობა დადო, რომ ტარყაშვილის მკვლელობის ყველა დეტალს პირადად შეისწავლის, გაეცნობა მისი მშობლების საჩივარს და საზოგადოებას ახალ გარემოებებს დეტალურად გააცნობს.
კომენტარები