მსოფლიო
არჩილ კბილაშვილი – საქმეების ხელახალი გადახედვა საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მოხდება
2013-01-15 15:52:35
ჩამოტვირთვა
იმ პირების საქმეების ხელახალი გადახედვა, რომლებიც ამას მოითხოვენ, შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდება.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს, რომელიც სავარაუდოდ თებერვალში შევა ძალაში და სწორედ თებერვლიდან პირებს, რომელთა მიმართაც განაჩენი უკვე გამოტანილია და სურთ, რომ მათი საქმე გადაიხედოს, შესაძლებლობა ექნებათ საქმის გადახედვა მოითხოვონ.
როგორც კბილაშვილმა განმარტა, აღნიშნული პირობები ვრცელდება გურამ შარაძის საქმესთან დაკავშირებითაც ისევე, როგორც პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვასთან მიმართებაში.
კომენტარები