საზოგადოება
არჩილ კბილაშვილი – ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე მეგის ქარდავას ახალი ბრალი წარდეგინება
2013-01-15 14:50:23
ჩამოტვირთვა
სექსუალური უმცირესობების შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით მეგის ქარდავას მიმართ ახალი ბრალის წარდგინება მოხდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
იგი დღესვე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს, რომლის მიხედვით ვიდეომასალების გავრცელებით ირღვევა ადამიანის უფლებები.
კბილაშვილმა განმარტავს, რომ ვიდეოფირში, რომელიც გამოქვეყნდა, იდენტიფიცირებული არც ერთი პირი არ არის, შესაბამისად უფლებების დარღვევას ადგილი არა აქვს.
გენერალური პროკურორის თქმით, პროკურატურამ ვიდეომასალები გამოაქვეყნა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ სისხლის სამართლის საქმის ნაწილი გაასაჯაროოს.
ამასთან, როგორც კბილაშვილი აცხადებს, აღნიშნული ვიდეომასალების გამოქვეყნების მიზანი იყო გამჟღავნებულიყო დანაშაული, რომელიც სახელმწიფო სისტემაში ხდებოდა. დღესვე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდა ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომლის დაშანტაჟებაც მოხდა სწორედ გადაღებული ვიდეოფირის მეშვეობით.
კომენტარები