2 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობი-გუდაურის მონაკვეთზე 12:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა აკრძალულია

ჩამოტვირთვა

კობი-გუდაურის მონაკვეთზე, 12:00-დან 17:00 საათამდე, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გურამ ვახტანგიშვილმა აცნობა, დღისით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, თოვლის დნობისა და ზვავის ჩამოსვლის საშიშროებაა, რის გამოც, კობი-გუდაურის მონაკვეთზე 12:00-დან 17:00 საათამდე მოძრაობა ეკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას, ხოლო დროის დანარჩენ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვებია მაღალი განვლადობის ავტომობილებისთვის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. ამასთან, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ვახტანგიშვილის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დაშვებულია ყველა ტრანსორტისთვის, ხოლო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები