2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერს მაია ფანჯიკიძის გადაყენების მოთხოვნით მიმართავს

ჩამოტვირთვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ფრაქციის ფორმატში მაია ფანჯიკიძეს იბარებს, პრემიერ-მინისტრს კი, საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით მიმართავს. მაია ფანჯიკიძის პარლამენტში დაბარების თაობაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის კანცელარიაში შესაბამისი განცხადება უკვე ჩააბარა. დეპუტატის მტკიცებით, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებამ დაინახა, რომ ფანჯიკიძე არაკვალიფიციური მინისტრია, რომლის საქმიანობაც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, ლახავს ქვეყნის იმიჯს და საქართველო იზოლაციისკენ მიჰყავს. "მაია ფანჯიკიძის და მთავრობის საქმიანობის შედეგად ჩვენ გაგვიმწვავდა ურთიერთობები ყველა ჩვენს მეგობართან და მეზობელთან, მათ შორის სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ასევე გვაქვს პრობლემები ურთიერთობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. სწორედ ამიტომ ფანჯიკიძეს ვიბარებთ ფრაქციაზე და ვთხოვთ გაგვცეს პასუხი კითხვაზე, რა, როგორ და რატომ მოხდა", - განაცხადა მინაშვილმა. მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრისგან საგარეო საქმეთა მინისტრის "ძალიან სასწრაფოდ გადაყენებას ითხოვს".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები