2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 16 იანვარს განახლდება

ჩამოტვირთვა

უკანონო შეიარაღებული ფორმირების საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი 16 იანვარს გაგრძელდება. როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, განხილვები 22 იანვარს დასრულდება. ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. შემდეგი პროცესზე, რომელიც 16 იანვარს, 10:00 საათზეა ჩანიშნული, ბრალდებულები დაიკითხებიან. როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკითხვაზე თანხმობას მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს. უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმეზე სულ 8 პირია ბრალდებული. მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი რამდენიმე დღის წინ გირაოთი გათავისუფლდა. ასევე, დღეს ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. ამ დრომდე ძებნაში იმყოფება მალხაზ კაკაშვილი. 16 იანვრის შემდეგ პროცესი 22 იანვარს არის ჩანიშული. ოქრუაშვილს და მასთან ერთად ბრალდებულებს ბრალად 2011 წლის მაისში შეიარაღებული ფორმირების მეშვეობით საქართველოში შემოჭრისთვის მზადება ედებათ. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ამ ფორმირებას ირაკლი ოქრუაშვილი მეთაურობდა და საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით შემოჭრას აღნიშნული დაჯგუფება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან გეგმავდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები