საზოგადოება
გუდაური–კობის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება
2013-01-14 13:41:00
ჩამოტვირთვა
გუდაური-კობის მონაკვეთი დღეს, 11:00-დან 17:00 საათამდე ზვავსაშიშროების გამო ჩაიკეტება. ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ ვახტანგაშვილმა განაცხადა
.მისივე თქმით, ამჟამად რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე ინტენსიურად თოვს; რიკოთის უღელტეხილზე თოვლის საფარი უკვე 10-15 სანტიმეტრს შეადგენს. თოვა დღეს გამთენიისას, 5:00 საათიდან დაიწყო. ამ მომენტისათვის უღელტეხილი დაკეტილი არ არის. გადაადგილებას ყველა სახის ავტოტრანსპორტი შეძლებს. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, თუმცა გურამ ვახტანგაშვილმა დასძინა, რომ თუ ინტენსიური თოვა გაგრძელდება, მაშინ აიკრძალება მოძრაობა ნახევრად მისაბმელიანი და მისაბმელიანი ტრანსპორტისათვის.
ამასთან, ზვავსაშიშროების გამო, 17:00 საათამდე გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება, გუდაურამდე კი ავტოტრანსპორტი მოძრაობას შეუფერხებლად შეძლებს. 17:00 საათის შემდეგ კი, მოძრაობა ჩვეულებრივად გაიზრდება. ამასთან, წალკა-კოდის მონაკვეთზე არის ნამქერი, სადაც გზა მუდმივად იწმინდება და ამ ეტაპისთვის რაიმე შეზღუდვა არ არსებობს, გომბორზე კი დღის ბოლომდე აკრძალულია ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
კომენტარები