2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი გაბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება დგამს უაღრესად სახიფათო ნაბიჯს!

ჩამოტვირთვა

ფსევდო-ჰუმანურ მოსაზრებას ამოფარებული საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს უპრეცედენტო სახიფათო ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გოკა გაბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამნისტიის კანონზე ხელმოწერით საპარლამენტო უმრავლესობისა და ახალი მთავრობის სრული პასუხისმგებლობით იყოა მიღებული უპრეცედენტო კანონი, რომელიც ფსევდო-ჰუმანურ მოსაზრებებს არის ამოფარებული. გაბაშვილის განცხადებით, ასეთ ნაბიჯებს სახელმწიფოები უპირობო კაპიტულაციის შემდეგ დგამდნენ. მისივე განმარტებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონის საფუძველზე "თავაწეულები გარეთ გამოვლენ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დამნაშავეები". "გარეთ გამოვა ყველა ადამიანი, რომელიც ახდენდა კოორდინაციას რუსეთის დავალებით საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ჯაშუში იქნება გამოშვებული. ადამიანები, რომლებიც საქართველო-რუსეთის ომის დროს გადასცემდნენ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობისა და რაოდენობის, ასევე სამხედრო შესყიდვების შესახებ. ამ ადამიანებს საქართველო უხდის ბოდიშს. საქართველო თავს იხრის მათ წინაშე და ათავისუფლებს, როგორც პოლიტდევნილებსა და . ეს ხდება ცინიკურად", - განმარტა გაბაშვილმა. მისივე თქმით, მსგავსი პოლიტიკური ამნისტია უპრეცედენტოა და 1920 წელს რუსეთის მოთხოვნით მენშევიკური მთავრობის მიერ იქნა განხორციელებული, როდესაც "რუსეთის ყველა ჯაშუში გამოუშვეს გარეთ". გაბაშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა უმძიმეს პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, როდესაც "წლების განმავლობაში გამოვლენილი" სახიფათო ქსელები კიდევ ამოქმედდეს და საქართველო დადგეს საფრთხის წინაშე". მისი თქმით, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის უმრავლესობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის და აუცილებლად დადგება ის დღე, როცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დანაშაულებრივი ნაბიჯის გამო აუცილებლად დადგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები