საზოგადოება
ზურაბ ადეიშვილზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება
2013-01-12 13:25:42
ჩამოტვირთვა
საქართველომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს ზურაბ ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნისა და წითელი ცირკულარის გამოცხადებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაუგზავნა.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, საქართველოს ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს საჭირო დოკუმენტაციებით დღეს მიმართა.
"დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ინტერპოლის გენერალური სამდივნო ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს და მის მიმართ წითელი ცირკულარის გამოცემა ინტერპოლის წევრ 190 ქვეყანაში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდება", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
კომენტარები