2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მანანა მანჯგალაძე – კარგია, რომ თავდაცვის სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივას დაეთანხმა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი თავდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც სამხედრო პენსიონერების საკითხს ეხება. მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წელს ავღანეთში, შუკვანის ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა ახალ წელს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა სამხედრო პენსიონერებისთვის პენსიის გაორმაგების ინიციატივით; ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედროებისა და პოლიციელების ოჯახებისთვის მუდმივი პენსიის დანიშვნის ინიციატივით. "ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმინეთ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. უნდა ითქვას, კარგია, რომ შესაბამისი უწყება დაეთანხმა ამ ინიციატივას, რომლითაც გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის დავალებით მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი და აღნიშნულ ინიციტივას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში გადაუგზავნის როგორც მთავრობას, ასევე, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის უფლებას და ინიციატივით მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამ თემაზე შესაბამისი კონსულტაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გამართოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები