საზოგადოება
დავით უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
2013-01-12 12:33:05
ჩამოტვირთვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ამნისტიის შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნული კანონისთვის ხელმოწერაზე უარი თქვა, რის გამოც
კანონს პარლამენტის თამჯდომარემ მოაწერა ხელი.
"ამნისტიის შესახებ" კანონი დღეს, 00:00 საათიდან შევა ძალაში. ამნისტია საერთო ჯამში 17 ათას პატიმარს შეეხება. ციხეებს პირველ რიგიში, ხვალ დილიდან პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი დატოვებს.
კომენტარები